რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად სერგეი ივანოვი დაინიშნა. დიმიტრი მედვედევმა შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. აქამდე ივანოვს ვიცე-პრემიერის თანამდებობა ეკავა. განცხადება ამის შესახებ დიმიტრი მედვედევის პრესსამსახურის უფროსმა ნატალია ტიმაკოვამ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს დიმიტრი მედვედევმა თანამდებობიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ნარიშკინი დუმის სპიკერის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით გაათავისუფლა.