საბერძნეთი ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ორგანიზაციის მიზნებს 15 იანვარს წარმოადგენს. სწორედ ამ დროს იგეგმება ვენაში ეუთოს სხდომა.
საბერძნეთი ეუთოს თავმჯდომარეობას ოფიციალურად პირველი იანვრიდან შეუდგა და იგი ორგანიზაციას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
“საბერძნეთმა იცის, რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული მისი ახალი მისია და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ყველა პრობლემის, მათ შორის გაყინული კონფლიქტების პრობლემების გადასაჭრელად”, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაკოიანიმ.
მან ასევე პირობა დადო, რომ საქართველოს პრობლემატიკა მომავალ წელს ერთ-ერთი მთავარი პტიორიტეტი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები