ერაყის დედალაქ ბაღდადში აფეთქებებს 63 ადამიანი ემსხვერპლა და 185 დაშავდა. როგორც ერაყის შინაგან საქმეთა მინისტრმა BBC-ს განუცხადა, აფეთქება ბაღდადში, 14 ადგილზე განხორციელდა. აფეთქებების რაოდენობამ საგრძნობლად მაშინ იმატა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან ჯარის გაყვანა დაიწყო. დაძაბულობა მთავრობაში არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ამ დროისთვის უცნობია თუ ვინ დგას აფეთქებების უკან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არეულობების უკან სუნიტი მეამბოხეების ჯგუფი დგას.
მასალის გამოყენების პირობები