სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" თავმჯდომარემ ნესტან კირთაძემ ვაცლავ ჰაველის ოჯახსა და ჩეხ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.
"დიდი მწუხარებით ვუერთდები საერთაშორისო საზოგადოების დიდ გულისტკივისა და სამძიმარს თანამედროვეობის გამორჩეული ჰუმანისტის ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო.
ვაცლავ ჰაველი იყო ტირანიის წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი და ადამიანის უფლებების გამორჩეული დამცველი, ვაცლავ ჰაველი იყო თავისუფლებისათვის მებრძოლი დემოკრატი ლიდერი, რომელმაც პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის უბადლო მაგალითი დაანახა არა მხოლოდ ჩეხ და სლოვაკ ხალხს, არამედ მთელს ევროპასა და მსოფლიოს.
სამოქალაქო მოძრაობა "ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის" სახელით ვუსამძიმრებ ვაცლავ ჰაველის ოჯახს, საერთასორისო საზოგადოებას თანამედროვეობის გამორჩეული ადამიანის გარდაცვალების გამო", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.
ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების გამო, დღესვე ნესტან კირთაძე ჩეხეთის საელჩოს პირადად გამოუცხადებს სამძიმარს.