საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღაზას სექტროში დაძაბულობის ესკალაციით შეშფოთებულია. საგარეო უწყება გამოხატავს თავის შეშფოთებას ღაზაში დაძაბულობის ესკალაციასთან და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ "ჰამასის" მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს.
“სამინისტრო მიიჩნევს, რომ ძალადობის ესკალაცია საფრთხის ქვეშ აყენებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს და შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება მთელს რეგიონში”, _ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები