თურქეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაღუპული სამი ადამიანის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით არც დაღუპულთა და არც დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ავარია სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში მოხდა. დიარბაქირი-ბათმანის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე ერთმანეთს მგზავრებით სავსე ავტობუსი და აგურებით დატვირთული სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.
"შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 25 ადამიანი. 24 შემთხვევის ადგილზე და 1 საავადმყოფოში მიყვანისთანავე. 16 ადამიანი გადაყვანილია დიარბაქირისა და ბათმანის საავამდყოფოებში. ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციის თანახმად, დაშავებულთა და დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა სამი ადამიანის ვინაობის დადგენა ვერ ხერხდება. აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა საქართველოს კონსულმა თურქეთში პაატა სარიშვილმა.