თემქაზე, მესამე მიკრო რაიონში მთლიანად განადგურებელია 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ე.წ. საშრობები. ცეცხლი ჯერ ქვედა სართულებზე გაჩნდა, მოგვიანებით კი ზემოთაც გავრცელდა. ამჟამად ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრეების თქმით, ცეცხლი საცხოვრებელ ბინებზე არ გავრცელებულა და არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იყო 10 სახანძრო მანქანა. ადგილზე იმყოფებოდა რაიონის გამგებელი. მისი თქმით, დაზიანებული ე.წ. საშრობების აღდგენა დილიდანვე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები