“ახალი მემარჯვენეების” ლიდერი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების შინაარსი ზედმეტად აღფრთოვანების საფუძველს არ იძლევა.
როგორც “ჯი-ეიჩ-ენს” მამუკა კაციტაძემ განუცხადა, აშშ აღნიშნულ ხელშეკრულებას უკრაინასა და საქართველოს MAP-ზე უარის თქმის შემდეგ, “დასაწყნერებლად” გაუფორმებს.
“თავისთავად დადებითი ფაქტია, რომ აშშ- სა და საქართველოს შორის ასეთი ხელშეკრულება ფორმდება, მაგრამ ეს არ არის ისეთი აჟიტირების თემა, როგორადაც ამას ჩვენი ხელისუფლება წარმოაჩენს. მე მიმაჩნია, რომ ამერიკის მხრიდან ამ ქარტიაზე ხელმოწერა როგორც უკრაინასთან, ასევე, საქართველოსთან არის ერთგვარი დამაწყნარებელი ჟესტი. საქართველომ ვერ მიიღო MAP-ი საკუთარი მიზეზების გამო და აშშ-მ ამ ქარტიის სახით საქართველოსაც და უკრაინასაც დამაწყნარებელი არგუმენტი გადასცა.
მასალის გამოყენების პირობები