22 დეკემბერს, 18:00 საათზე, წიგნის კაფე-მაღაზია "ლიგამუსში" (ჭავჭავაძის #32) გაიმართება პაატა შამუგიას ახალი წიგნის "დაუჯდომელის" პრეზენტაცია (გამომცემლობა "სიესტა").
"დაუჯდომელი" ლექსებისა და პოემების კრებულია. სიტყვა "დაუჯდომელი" რელიგიურ საგალობელს ნიშნავს, რომელსაც სასულიერო პირები ფეხზე მდგომნი ასრულებენ. ამ ჟანრის ლიტერატურული ინტერპრეტაციით ავტორმა თანამედროვე საგალობლები შექმნა.
"დაუჯდომელი" პაატა შამუგიას რიგით მეხუთე პოეტური კრებულია.
ასევე, პრეზენტაციაზე შედგება პაატა შამუგიას ტექსტების iPhone აპლიკაციის წარდგინება დიდ ეკრანზე (ეს იქნება პირველი ქართული iPhone კრებული).