“მემარჯვენე-რესპუბლიკელების” ალიანსი პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იანვრის ბოლოს დაასრულებს. როგორც “ჯი-ეიჩ-ენს” “რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია სწორედ იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.
ბერძენიშვილის განმარტებით, ალიანსი 2009 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება.
“ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ და ველით ვადამდელი არჩევნებიოს დანიშვნასა და გამნარჯვებას”, _ აღნიშნა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები