საპარალმენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის ვაცლაც ჰაველის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მისი თქმით, ჰაველი იყო უდიდესი ლიდერი, რომლის მოღვაწეობამაც მთელს ევროპას თავისუფლებისთვის ბრძოლაში დიდი იმპულსი მისცა.
"ის იყო მუდამ თავისუფლებისთვის მებრძოლი და ამას მოწმობს მისი ბოლო განცხადებები რუსეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გარდაცვალების გამო ვუსამძიმრებ ჩეხეთს და მთელი ევროპის დემოკრატიულ საზოგადოებას" - განაცხადა წიკლაურმა.