პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიამ საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთი გამოგზავნა. ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციამ პოლონური საქველმოქმედო ორგანიზაცია ჩარიტას Pოლსკა-ს ხელშეწყობით ჰუმანიტარული დახმარება საახალწლო დღეებში გამოგზავნა.
დახმარება რუსული აგრესიის დროს დაზარალებული მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი. პოლონეთმა საქართველოში გამოგზავნა კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, თბილი ტანსაცმელი, საბნები, ბალიშები, საბავშვო საფენები.
ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ორი ავტომობილი ვარშავიდან უკვე გამოემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები