საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჩეხეთის წარმომადგენლობას საქართველოში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა და ხსოვნის წიგნში საკუთარი ჩანაწერიც გააკეთა
როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღეს სევდიანი დღეა ყველასთვის. მათ შორის საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის.
"გარდაიცვალა ლიდერი, მწერალი, ჰუმანისტი, დემოკრატი, ევროპულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, ადამიანი ვინც ყოველგვარი ძალადობის გარეშე დახურა ის საშინელი თავი კაცობრიობის ისტორიაში, რომელსაც კომუნიზმი ერქვა ევროპაში. კერ კდიევ 70-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში, კერძოდ, მოსკოვში პაპირუსის ქაღალდზე დაბეჭდილი მისი წიგნებისა და პიესების თარგმანები ჩამოდიოდა. ეს ისეთი შთაბეჭდილება იყო, უჰაერო ოთახში ფანჯარა რომ გაგეღო და ჰაერი შემოგეშვა" - განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა რომ არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ყველა მოქალაქე იმას, რაც ჰაველმა საქართველოს ევროპასთან და ნატოსთან დაახლოებისთვის გააკეთა. მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის.