ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, ირაკლი ჯამრულიძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსმა ბესიკ ნასიპაშვილმა განუცხადა, სახლს ცეცხლი ბუხრიდან გაუჩნდა. ხანძრის შედეგად სახლის 60% დაიწვა.
„შეტყობინება ღამის 3 საათზე შემოვიდა. ადგილზე 3 სამაშველო ბრიგადა ვმუშაობდით, მაგრამ ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ თელავიდან კიდევ ერთი სახანძრო მანქანაც დავიმატეთ. დამწვარია სახლის ნახევარი, საოჯახო ნივთები, ხის მასალა და სახურავი. ამჟამად ცეცხლი მთლიანად ლოკალიზებულია. ოჯახის წევრები არ დაშავებულან", - აღნიშნა ბესიკ ნასიპაშვილმა.