აშშ-სა და საქართველოს შორის ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ოფიციალურად გაცხადდება ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც ამ დროისათვის ამერიკული მხარის მოთხოვნით არ ხმაურდება. ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტრებთან საუბრისას გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ხელშეკრულების ტექსტი შეთანხმებულია და ხელმოსაწერად მზად არის, თუმცა ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენების გამო ხელმოწერა რამდენიმე დღით გადაიდო და მინაშვილის თქმით, დოკუმენტს ხელი კვირის ბოლომდე მოეწერება.
მინაშვილის თქმით, ხელმოწერა შედგება ვაშინგტონში და დოკუმენტს ხელს მოაწერენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი და საქართველოს საგარრეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე.
მინაშვილი აღნიშნავს რომ დოკუმენტში ორივე მხარის მოთხოვნებია გათვალისწინებული, თუმცა აცხადებს, რომ დოკუმენტის ტექსტი აშშ-ს მოთხოვნის გამო ხელმოწერამდე არ ხმაურდება და ტექსტი საზოგადოებისათვის მხოლოდ ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და უკრაინასთან, როდესაც ანალოგიური დოკუმენტები ფორმდებოდა.
საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის ქარტიაზე მხარეებს ხელი გუშინ უნდა მოეწერათ. ხელმოწერა 9 იანვრამდე გადაიდო.
მასალის გამოყენების პირობები