დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 44 წლის გახდა.
ქართველი პოლიტიკოსი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი, საქართველოს პრეზიდენტი 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან - დღემდე, პოლიტიკური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამფუძნებელი, ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში).
მიხეილ სააკაშვილი 1967 წლის 21 დეკემბერს თბილისში დაიბადა. კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტად ჩაირიცხა ედმუნდ მასკის პროგრამით. 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით. 1995-1996 წლებში ვაშინგტონში, სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტურანტურაში.
სააკაშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა 1995 წლიდან დაიწყო. იყო პარლამენტის წევრი, იუსტიციის მინიტრი, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი.
"ვარდების რევოლუციის შემდეგ", 2004 წლის 4 იანვარს, სააკაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს. 2007 წლის 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც გაიმარჯვა და ქვეყნის პირველი პირი უკვე მეორე ვადით გახდა (2008 წ. 5 იანვარი).
მიხეილ სააკაშვილს ჰყავს მეუღლე - წარმოშობით ჰოლანდიელი სანდრა რულოვსი და შვილები - ედუარდი და ნიკოლოზი.