თბილისის მერიამ ნაძვის ხეების სარეალიზაციოდ კონკრეტული ადგილები გამოყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის მიერ გამოყოფილ ადგილებზე ნაძვის ხეები 21 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით შემდეგ მისამართებზე გაიყიდება:
დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნი - რობაქიძის ქ. #7-ის მიმდებარედ; გლდანი-ნაძალადევის რ-ნი - გურამიშვილის გამზ. #15-ის მიმდებარედ და გლდანის ატრაქციონებთან ( მე-5 მ/რ, #17 კორპუსის მიმდებარედ); ისანი-სამგორის რ-ნი - "ისნის" მიმდებარედ და ვარკეთილის მე-3 და მე-4 მ/რ-ებს შორის პოლიციის შენობის მიმდებარედ; ვაკე-საბურთალოს რ-ნი - სპორტის სასახლის მიმდებარედ, სანდრო ეულის ქუჩა და დიდი დიღომი, პეტრე იბერისა და მირიან მეფის ქუჩების კვეთა.