21 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტთან ერთად აწყობს მრგვალ მაგიდას თემაზე: "2011 წელს ადამიანის უფლებათა სფეროში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებები"
მრგვალი მაგიდა გაიმართება ომისა და მშვიდობის გაშუქების ოფისში (ძმები ზუბალაშვილების 7ბ).
ძირითადი მომხსენებლები იქნებიან: უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა სფეროში 2011 წელს შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების ზოგადი მიმოხილვა (ადამიანის უფლებათა ცენტრი); სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი - შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება: კანონმდებლობა და პრაქტიკა; თათული თოდუა- ცვლილებები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია); ნაზი ჯანეზაშვილი - ცვლილებები და დამატებები „პატიმრობის კოდექსში" (კონსტიტუციის 42-ე მუხლი); ლაშა თორდია- პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.