30 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის ზოოპარკში სპილოს - ბუნკას დაბადების დღეს აღნიშნავენ. თბილისის ზოოპარკის ბინდარი 4 წლის ხდება. გაიმართება დიდი მისალოცი ზეიმი და ბუნკას აჩუქებენ დიდ ტორტს.
როგორც თბილისის ზოოპარკში აცხადებენ, ბუნკას დასაჩუქრება შეუძლია ზოოპარკის ნებისმიერ ვიზიტორს. ასევე, შესაძლებელია, მსურველები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დაუმეგობრდნენ "თბილისის ზოოპარკს" და იუბილარს ვირტულურად მიულოცონ დაბადების დღე.
"28 დეკემბრიდან სპილოს ვოლიერის წინ დაიდგმება დიდი სასაჩუქრე ყუთი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩადოს საჩუქრად მოტანილი პროდუქტი და ნივთი. ფორთოხალი, გოგრა და ბანანი ბუნკას ყველაზე მეტად უყვარს, ამიტომ სტუმრებმა, სასურველია, საჩუქრად მოუტანონ ეს პროდუქტი და თავად გაუმასპინძლდნენ სპილოს", - აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.