საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო საქმეებისთვის ვაუჩერების დარიგება ხვალ, 21 დეკემბერს დაიწყებს.
"ჩვენ შორს ვართ იმ ილუზიისგან, რომ 30 ლარი საკმარისი თანხაა სასოფოლო სამეურნეო სამუშაოებისთვის, მაგრამ ასეთ დროს ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მცირედი დახმარებაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ვაუჩერები ხვალიდან დარიგდება გურიაში, ქვემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში. მანჯგალაძის ინფორმაციით, ვაუჩერს 800 000 ათასი ოჯახი მიიღებს მთლიანობაში.