დღეს, 20 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი, "საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერების" პროექტის ფარგლებში, სასტუმრო "ძველ თბილისში", აწყობს კონფერენციას - "კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში - ახალი გამოწვევები".
პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი. მასში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები, ექსპეტები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.