ქართველმა ნეიროქირურგმა ლაშა ბაქრაძემ "ავერსის" კლინიკაში უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. მსგავსი ტიპის ქირურგიული ჩარევა გაფანტული სკლეროზით, ცერემბლარული დამბლით, თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებით დაავადებულ და ინსულტის შემდგომ პერიოდში მყოფ პაციენტებს უტარდებათ.
"ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა ამ პირების მკურნალობაში, რაც არის დიდი მიღწევა ქართულ მედიცინაში, ეს ჩვენი კლინიკის დიდი მიღწევაცაა. შევეცდებით, ასეთი ოპერაციები "ავერსის" კლინიკაში დაინერგოს", - განაცხადა ფარმაცევტული კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ.
აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მსგავსი ოპერაცია პირველად ჩატარდა.