იტალიის პოლიციამ, ქალაქ კრემონაში 17 კაცი დააპატიმრა, რომლებიც საფეხბურთო მატჩების "ჩაწყობაში" იღებდნენ უშუალო მონაწილეობას. დაპატიმრებულთა შორის აღმოჩნდა საფეხბურთო გუნდ "ატალანტას" ყოფილი კაპიტანი კრისტიანო დონი, რომელმაც იტალიის სერია ბ-ს, მინიმუმ სამი მატჩის მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა. მის გარდა, კიდევ 16 ფეხბურთელი დააპატიმრეს, რომლებიც იტალიის ჩემპიონატის დაბალ დივიზიონებში ასპარეზობდნენ.
უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, იტალიის პროკურატურამ უკვე მეორედ აღმოაჩინა მსგავსი დანაშაული, რომლებიც მატჩების "ჩაწყობას" უკავშირდებოდა.
მსგავსი შემთხვევა აპენინებზე 1-ელ ივნისს დაფიქსირდა, როდესაც მოლაპარაკებული მატჩების ორგანიზებაში შემჩნეულ იქნა 16 პირი, რომელთა შორისაც, იტალიის ნაკრების ყოფილი წევრი ჯუზეპე სენიორი იყო.