20 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი და  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ევროპული კვლევების ინსტიტუტი, "საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის გაძლიერების" პროექტის ფარგლებში, სასტუმრო "ძველ თბილისში", აწყობს კონფერენციას  - "კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში - ახალი გამოწვევები". 
პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი. მასში მონაწილეობას მიიღებენ 
პარლამენტის წევრები, ექსპეტები, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლები.