სს "თელასის" ქვესადგურ "დიდუბეში" სარემონტო სამუშაოს გამო, 20 დეკემბერს, 02:00 საათიდან 06:00 საათამდე, დიდუბის და ნაძალადევის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სტანისლავსკის, აგლაძის, ბაქრაძის, თევდორე მღვდლის, კედიას, ხოშარაულის, დიდუბის, გოგოლაურის, კერესელიძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.