ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერი კიმ ჩენ ირის უმცროსი ვაჟი კიმ ჩენ ინი იქნება. უცხოური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ლიდერის ვაჟს ჯერაც არ შესრულებია 30 წელი.
მემკვიდრის საკითხი ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში გადაწყდა, როდესაც ქვეყანაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაშტაბური კორეის მმართველი შრომის პარტიის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციამ მომავალი ლიდერი ცენტრალურ კომიტეტში აირჩია. პარტიულ კონფერენციამდე კიმ ჩენ ირმა უმცროს შვილს არმიის გენერლის წოდება მიანიჭა და ის პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა. ამ ფორმალობით ფაქტობრივად ხელისუფლების გადაცემის პირველი ეტაპი დასრულდა.
ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მისი დაბადების თარიღად 1983 ან 1984 წელი სახელდება. იგი სხვისი სახელით შვეიცარიის ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.
რაც შეეხება კიმ ჩენ ირის უფროს შვილს, მის მიმართ მამის ნდობა ძალიან დაბალი იყო. მიიჩნევა, რომ მასზე დიდია დასავლური კულტურის გავლენა.
შუათანა შვილს კი სპეციფიური დაავდება აქვს. მისი ორგანიზმი განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობის ქალურ ფერმენტებს გამომუშავებს და მამა მას ზედმეტად "ქალურად" მიჩნევდა.
კიმ ჩენ ირს, რომელიც 17 დეკემბერს გარდაიცვალა, ქვეყნის დედაქალაში - ფხენიანში 28 დეკემბერს დაკრძალავენ.