აშშ-ის სენატმა ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის მიმართულების დირექტორი მაიკლ მაკფოლი რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ელჩად დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნით ადრე ილინოისის შტატის სენატორმა მარკ კირკმა მაკფოლის დანიშვნის ბლოკირება მოახდინა და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია საკმარისზე მეტად ღიაა რუსეთთან პრო-ს სისტემასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად ამისა, სენატორებს შორის შეთანხმება მაიკლ მაკფოლის დანიშვნასთან დაკავშირებით მაინც მიღწეულ იქნა.