უკრაინის ექსპრემიერის იულია ტიმოშენკოს ქალიშვილი - ევგენია კარი, მზადაა აუცილებლობის შემთხვევაში სათავეში ჩაუდგეს, რადას მომავალ არჩევნებში, იულია ტიმოშენკოს ბლოკის სარჩევნოა სიას. შესაბამისი განცხადება მან ავსტრიულ გამოცემა Die Krone-თან ინტერვიუში გააკეთა.
„ის რაც ამჟამად ხდება არის სისტემატიური და ცინიკური კამპანია დედაჩემის, როგორც ოპოზიციური მოძრაობის ნომინალური ლიდერის, გასანადგურებლად. ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ტიმოშენკოს სახელი არ გაქრეს პოლიტიკიდან. მე ვიბრძვი დედაჩემის განსათავისუფლებლად და საკმაოდ აქტიური ვარ პოლიტიკურად", - განაცხადა კარმა.
მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი დედამიწის ციხიდან გამოყვანაა, რომელიც არის ლიდერი და რომლის პოპილაურობაც განაჩენის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
„თუ საჭირო იქნება და ამას დედაჩემიც ითხოვს, მე კენჭს ვიყრი მის ნაცვლად. ამჟამად ხომ საფრთხისქვეშაა უკრაინის როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მომავალი", - განაცხადა ტიმოშენკოს შვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ევგენია კარმა შეხვედრები გამართა ბრიუსელში და ევროკავშირის ლიდერებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ დედამისის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული აქტია.