საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ბალიდ ბინ ტალალმა საკუთარი კომპანიის Kingdom Holding Co-ის საშუალებით Twitter-ში 300 მლნ. დოლარის ინვესტირება განახორციელა. აღნიშნული ოპერაციით პრინცი საიტის სტრატეგიული აქციების წილის მფლობელი გახდა. გარიგების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვცელდება, უცხოური მედია საშუალებისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ის, რომ Twitter-სა და პრინცს შორის მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც ცნობილია საუდის არაბეთის პრინცს უკვე ეკუთვნის წილები ისეთ მსხვილ კომპანიებში როგორებიცაა: General Motors Co., News Corp. და Apple Inc.
არაბული სააგენტოებმა კი საუდის არაბეთის პრინცი ალ-ბალიდ ბინ ტალალი არაბული სამყაროს ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად დაასახელეს, რომლის აქტივებიც 21,3 მლრდ. დოლარადაა შეფასებული.