კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი გარდაიცვალა
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი, კიმ ჩენ ირი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფოს ლიდერი 17 დეკემბერს "გადაჭარბებული ფიზიკური და გონებრივი სამუშაოს შედეგად" გარდაიცვალა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, კიმ ჩენ ირის მატარებლით მგზავრობისას, გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც ცხედრის ექსპერტიზამაც დაადასტურა.
კიმ ჩენ ირი 1941 წლის 16 თებერვალს დაიბადა. მამის კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ იგი გახდა კორეის შრომის პასრტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი.
ინტერნეტში ვრცელდება კადრები თუ როგორ გლოვობს კორეელი ხალხი თავის ლიდერს .
გასული წლის სექტემბერში, ჩრდილოეთ კორეის მმართველი შრომის პარტიის კონფერენციამ, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაშტაბური იყო, ცენტრალურ კომიტეტში ქვეყნის ლიდერის კიმ ჩენ ირის უმცროსი შვილი კიმ ჩენ უნი აირჩია. პარტიულ კონფერენციამდე კიმ ჩენ ირმა უმცროს შვილს არმიის გენერლის წოდება მიანიჭა და ის პარტიის ცენტრალური სამხედრო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტიც გახდა. ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ამ პროცესით ჩრდილოეთ კორეაში ხელისუფლების გადაცემის პირველი ეტაპი დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მისი უმცროსი შვილი დაიკავებს ქვეყნის მეთაურის პოსტს. გარკვეული დროით კი მისი რეგენტის როლს კიმ ჩენ ირის სიძე ჩჯან სონ ტხეკა შეასრულებს.
ახალი მემკვიდრის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობს. მისი დაბადების თარიღად 1983 ან 1984 წელი სახელდება. იგი სხვისი სახელით შვეიცარიის ელიტარულ სკოლაში სწავლობდა.
რაც შეეხება კიმ ჩენ ირის უფროს შვილს, მის მიმართ მამის ნდობა ძალიან დაბალი იყო. მიიჩნევა, რომ მასზე დიდია დასავლური კულტურის გავლენა.
შუათანა შვილს კი სპეციფიური დაავდება აქვს. მისი ორგანიზმი განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობის ქალურ ფერმენტებს გამომუშავებს და მამა მას ზედმეტად "ქალურად" მიჩნევდა.