ბილაინი მესტიაში ახალი ოფისს ხსნის და ტრადიციულად ახალი ოფისისი გახსნასთან ერთად მესტიაში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლთან ერთად საქველმოქმედო აქციას " ნათელი ფერები ბავშვებს" იწყებს.
აქციის განმავლობაში, 19 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით, ბილაინის ნებისმიერი აბონენტი, მესტიაში, რომელიც მობილურ ტელეფონს ბილიანისაგან ან სასტარტო პაკეტს ბილაინის ახლად გახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში შეიძენს, გახდება საქველმოქმედო აქციის მონაწილე.
მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტიდან 50 თეთრი მესტიაში არსებულ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის კეთილმოწყობა მოხმარდება.
ბილაინის ახალ ოფისში, სვანეთში 15 -მდე ბილაინის თანამშრომელი იმუშავებს.
ბილაინის მიერ ორგანიზებული სოციალური პასუხსიმგებლობის აქცია განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის ახალ აბონენტს შეეძლება, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ისინიც სიამოვნებით ჩაერთვიებიან საქველმოქედო აქციაში. " ნათელი ფერები ბავშვებს" 2011 წელს სვანეთში სრულდება, მისი გაგრძელება 2012 წელსაც იგეგმება.
გვიხარია, რომ ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანებისა დახმარებისკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება,უკვე ჩვენთვის ტრადიციად იქცა ", - განაცხადა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ.