ამერიკის შეერთებულ შტატებში, "Julien"-ის აუქციონზე პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის, ქონების ნაწილი, ავეჯი, ტექნიკა და დეკორატიული ძვირფასეულბა,რომელსაც ორგანიზატორები 200-400 ათას დოლარად გაყიდვას ვარაუდობდნენ 1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
სავარძლები, ნახატები, სარკები და სხვა ნივთები, რომლებიც ჯექსონის ბოლო წუთებს უკავშირდებოდა, გამოტანილი იქნა მომღერლის ვილიდან, რომელიც ჩრდილოეთ კარლვუდის ქუჩაზე მდებარებს. ეს უბანი ისეთივე პრესტიჟულობით გამოირჩევა, როგორც ბევერლი-ჰილზი და ბელ-ეირი.
მაიკლ ჯექსონმა 2002 წელს ეს ვილა დაიქირავა, რომელსიც თვიურად 100 ათას დოლარს იხდიდა. ჯექსონი აქ საცხოვრებლად 2008 წელს გადმოვიდა ფინანსური პრობლემების გამო, როდესაც თავისი ცნობილი რანჩო "Nevreland" გაყიდა.
მაიკლ ჯექსონი 51 წლის ასაკში, 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.