75 წლის ასაკში ხანგრძლივი და გართულებული ავადმყოფობის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის პირველი პრეზიდენტი, მწერალი და ჰუმანისტი ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა.
ჰაველი იყო ჩეხოსლოვოკიაში ერთ-ერთი გამორჩეული დისიდენტი და კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ აქტიური მებრძოლი. ქვეყნის სხვა პატრიოტებთან ერთად მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში სოციალისტური წყობილების ნგრევა.
ჰაველი იყო ქვეყანაში დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის ფუძემდებელი. სწორედ მისი მმართველობის პერიოდში გაიყო ქვეყანა ჩეხეთად და სლოვაკეთად.
ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტი და პოლიტიკოსი. ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტი (1989-92) და ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2003). დაწერილი აქვს ოცზე მეტი პიესა და რამდენიმე თხზულება, რომელიც მრავალ ენაზეა თარგმნილი. ჰაველს მიღებული აქვს ამერიკის პრეზიდენტის თავისუფლების მედალი, ფილადელფიის თავისუფლების მედალი, კანადის ორდენი და კეთილი ნების ელჩის წოდება. ჟურნალ Prospect Mაგაzine მიერ, ჰაველი დასახელებული იქნა მსოფლიოს მთავარი 100 ინტელექტუალთა შორის, მეოთხე ნომრად. ჰაველი არის ცნობილი დოკუმენტის - პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ, დამფუძნებელი ხელმომწერი.
ჰაველი პრეზიდენტი "ხავერდოვანი რევოლუციის" შედეგად გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია შემეგ კი ჩეხეთი მულტი-პარტიულ დემოკრატიად აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა. მათ შორის იყო სლოვაკიასთან გამოყოფა, რასაც ჰაველი ეწინააღმდეგებოდა, ნატოს წევრობის მოპოვება და ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგის დაწყება, რომელიც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშიში გაწევრიანებით დასრულდა.