რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპოზიცონერ პოლიტიკოსს ედუარდ სავენკოს (ლიმონოვს) პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყევტილება რუსეთის ცესკომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
„რეგისტრაციაზე უარი ეთქვას ამომრჩეველთა ჯგუფს, შექმნილს ედუარდ ვენიამინის ძე სავენკოს მხარდასაჭერად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის", - აღნიშნულია რუსეთის ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებაში.