ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყში სამხედრო ოპერაციაა დაასრულა. ამის შესახებ "Associated Press" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-მ ერაყიდან მძიმე ტექნიკა და ბოლო სამხედრო შენაერთის გაყვანა დღეს დილიდან დაიწყო.
შეგახსნებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ოპერაცია ერაყის ლიდერის სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ 2003 წელს დაიწყო, რომელსაც 4,5 ათასი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.