ხვალ, 19 დეკემბერს ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა სერიის ფარგლებში საია საზოგადოებას შრომით უფლებებთან დაკავშირებულ კვლევას წარუდგენს. ღონისძიება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში", 11:00 საათზე გაიმართება.
კვლევის პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები; ასევე - ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები და ექსპერტები.