ფილიპინებზე წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ყველაზე მეტი მსხვერპლი სტიქიას კუნძულ მინდანაოზე, ქალაქ კაგაიან-დე-ოროში მოყვა. ქვეყნის ხელისუფლება მედიკამენტებისა და კვების პროდუქტების დეფიციტზე საუბრობს.
ქალაქის ადმინისტრაციის მონაცემებით, წყლის დონემ ღამით მოიმატა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა.
„მრავალი მათგანი ვერც კი მიხვდა თუ რა ხდებოდა", - წერს უცხოულრი მედია.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.
ამავდროულად. მოსახლეობა ხელისუფების კრიტიკით გამოდის, რომელმაც ვერ შესძლო მათი წინასწარი გაფრთხილება სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.