რუსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის - „ედინაია რასიას" გენერალურმა საბჭომ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის პოსტზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის კანდიდატურა დაასახელა.
სერგეი ნარიშკინის კანდიდატურას დუმა უპრობლემოდ დაამტკიცებს, რადგან „ედინაია რასიას" და მის „პარტნიორებს" დუმაში საკმარისი ხმები აქვთ.
ამჟამინდელმა სპიკერმა ბორის გრიზლოვმა, რომელიც დუმას 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა.