ლეგენდარული მომღერალი სეზარია ევორა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიოში აღიარებული მოღერალი საკუთარ სამშობლოში, რესპუბლიკა კაბო-ვერდეში, მწვანე კონცხის კუნძულებზე გარდაიცვალა, იუწყება ფრანს პრესი.
მომღერლის გარდაცვალების მიზეზი გულთან დაკავშირებული პრობლემები გახდა. ჯერ კიდევ სექტემბერში მომღერალმა განაცხადა, რომ ასრულებს მუსიკალურ კარიეარას, რადგან სცენაზე გამოსვლის შესაძლებლობას მას ჯანმრთელობის მდგომარება არ აძლევს.
მას „ფეხშიშველა ქალი" შეარქვეს, რადგან იგი თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი მართლაც ფეხშიშველი დადიოდა. თავიდან უკუდურესი სიღარიბის გამო, შემდგომ კი თავისი ხალხის პატივსაცემად, რომელთაც სიღარიბეში უწევდათ ცხოვრება.
იგი პოპულიარული გახდა თავისი ხალხის მუსიკის წყალობით. მღეროდა mornas ჟანრში.
სეზარია ევორა სცენაზე 17 წლის ასაკში გამოჩნდა, ხოლო პირველი ალბომი 43 წლისამ ჩაწერა.