რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ პოლიტიკური სისტემის ძველმა მოდელმა საკუთარი თავი ამოწურა და იგი უნდა გამოიცვალოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება განვითარება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა პარტია "ედინაის როსიას" პარტიულ აქტივთან შეხვედრაზე გააკეთა.
ამასთან ერთად, მან აღნიშნა, რომ "ედინაია როსიამ", როგორც სახელისუფლებო პარტიამ ამის შესახებ განცხადება პირველმა უნდა გააკეთოს.
"ჩვენ ალბათ პოლიტიკური სისტემის განვითარების ახალი სტადია გვექნება. იგი უკვე დაიწყო და დაიწყო არა რომელიღაც მიტინგების გამო. ეს მხოლოდ გარე ქაფია და ადამიანური უკმაყოფილების გამოვლინებაა. ხოლო დაიწყო იგი იმიტომ, რომ ძველმა მოდელმა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოს ბოლო წლების განმავლობაში ემსახურებოდა თავისი თავი ამოწურა", _ განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.