ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი განაცხადა „იუკოსის" ყოფილი შეფის მიხაილ ხოდორკოვსკის საქმის გადახედვაზე, რომელზეც გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მაისში გამოიტანა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ ძალაში დატოვა მაისში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ხელისუფლების ქმედება ხოდორკოვსკის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებეულად არ სცნო.
მაისში მიღებული დადგენილების მიხედვით, ადამიანის უფლებათა სასამართლომ ხოდორკოვსკის საქმეზე რამდენიმე დარღვევაზე, მათ შორის - დაკავების არაადეკვატური ვადების არსებობაზე და იზოლატორში არსებულ გაუსაძლის პირობებზე გაამახვილა ყურადღება.
რუსეთმა მიხაილ ხადარკოვსკის კომპენსაციად 24.5 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს.