ფილიპინებზე წყალდიდობის შედეგად, რომელიც ტროპიკულმა შროტმმა „ვაშიმ" გამოიწვია, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე მეტი მსხვერპლი სტიქიას კუნძულ მინდანაოზე, ქალაქ კაგაიან-დე-ოროში მოყვა.
ქალაქის ადმინისტრაციის მონაცემებით, წყლის დონემ ღამით მოიმატა, როდესაც მოსახლეობის უმეტესობას ეძინა.
„მრავალი მათგანი ვერც კი მიხვდა თუ რა ხდებოდა", - წერს უცხოულრი მედია.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.