ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის კონფერენციაზე 18 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოეწერა ოქმს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ.
რუსეთის მხრიდან ოქმს ხელი ქვეყნის ეკონომიკის მინიტრმა ელვირა ნაბიულინამ მოაწერა, ვმო-ს მხრიდან კი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პასკალ ლამიმ.
სახელმწიფო დუმის მიერ ოქმის რატიფიცირებიდან 30 დღის შემდეგ რუსეთი ოფიციალურად გახდება ორგანიზაციის წევრი.
„ბოლო წინააღმდეგობა, რომლის დაძლევაც რუსეთს მოუწია იყო საქართველოს პოზიცია, რომელიც ბლოკავდა მოსკოვის ორგანიზაციაში წევრობას ორ ქვეყანას შორის 2008 წელს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ", - წერს ბი-ბი-სი.
მხარეები დავოდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი რეგიონების საზღვრების მონიტორინგის საკითზე, რომლის გადაწყვეტაც შესაძლებელი გახდა შვეიცარიის შუამავლობით.
2011 წლის ნომებერში მოსკოვმა და თბილისმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს საზღვრების მონიტორიგთან დაკავშირებით.
მოსკოვმა ვმო-ში გასაწევრიანებელი მოლაპარაკებები 1993 წელს დაიწყო. ორგანიზაცია მსოფლიოს 153 ქვეყანას აერთიანებს.