რუსეთი კურილიის კუნძულებზე ორ სამხედრო ქალაქს ააშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, "სპეცსტროის" ხელმძღვანელი გრიგორი ნაგინსკი აცხადებს, რომ ორივე სამხედრო ქალაქი კურილიის კუნძულებზე 2014 წლისთვის უნდა აშენდეს.
"ორი სამხედრო ქალაქი აშენდება კუნძულებზე - იტურუპსა და კუნაშირზე. ახლა ამ ორი სამხედრო ქალაქის დაპროექტება სრულდება",_ განაცხადა ნაგინსკიმ დღეს მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბრისას.