გადასახადების თავიდან არიდებისთვის რეგულაციის ლიბერალიზაცია მოხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში", რომელიც, დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირიდა.
კანონპროექტის თანახმად, დიდი ოდენობად ჩაითვლება თანხა თუ ის 50 ათას ლარს აღემატება, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, თანხა რომელიც 100 ათას ლარს აღემატება.
მოქმედი კანონმდებლობით, კი გადასახადებისთვის თავის არიდების მუხლის მიზნებისთვის დიდ ოდენობად ითვლება თანხა, რომელიც ოცდახუთი ათას ლარს აღემატება, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, რომელიც სამოცდათხუთმეტ ათას ლარს აღემატება.
აღნიშნულ დანაშაულზე „სისხლის სამართლის კოდექსით" დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
კანონპროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები მიხეილ ცქიტიშვილი, ანდრო ალავიძე და ზვიად კუკავა.