20 დეკემბერს 15:00 საათზე მაესტროს ჟურნალისტები საპროტესტო აქციას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართავენ
ამის შესახებ მიმდინარე საპროტესტო აქციისას ჟურნალისტებს მამუკა ღლონტმა განუცხადა. ღლონტის თქმით, ის ყველაფერი რაც ხდება მაესტროსთან დაკავშირებით არის არა ეროსი კიწმარიშვილის დაგეგმილი, არამედ მიხეილ სააკაშვილის.
"მაესტროს ღობეზე ეროსი კიწმარიშვილი კი არა მიხეილ სააკაშვილი გადაძვრა. სწორედ ამიტომ ჩვენ 15 საათზე აქციას პერზიდენტის სასახლესთან გავმართავთ" - განაცხადა ღლონტმა.