Times Of India-ს საიტი იტყობინება რომ ჩრდილოეთ ინდოეთში, ფალსიფიცირებული ალკოჰოლით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 167 მდე გაიზარდა.
საავადმყოფოებში კვლავ რჩებიან 340 ზე მეტი მოწამლული. ადგილობრივმა მცხოვრებებმა, ეს ფაქტი ყველაზე მასიურ მოწამვლად შერაცხეს ინდოეთი ისტორიაში.
ტრაგედია მას შემდეგ მოხდა, რაც წარმოებაში გავიდა კუსტარულად დამზადებული, ტოქსიკური ალკოჰოლი, რომელიც სანგაპურის რკინიგზის მიმდებარე იაფიან ბარებში იყიდებოდა. პირველი მსხვერპლი ტოქსიკური სასმელისგან ოთხშაბათ დილით მოხდა, ხოლო შემდეგ რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.
ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა ბავშვებიც- გუშინ გარადაიცვალა 8 წლის ბიჭი. სიკვდილამდე მან თქვა, რომ ბარში წყალი ითხოვა. სავარაუდოდ ჭიქა, რომელიც მას მიაწოდეს, კარგად არ იყო გამორეცხილი და ტოქსიკური ალკოჰოლის რაღაც დოზა, მის ორგანიზმში მოხვდა.
პოლიციამ უკვე დააპატიმრა 10-ზე მეტი ადამიანი, რომლებსაც ბრალი ედებათ აღნიშნული ალკოჰოლური სასმელის წარმოებაში. მთავრობა დაზარალებულთა თითოეულ ოჯახს 200 ათასი რუპიით დაეხმარება.