სს "თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-2" სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 დეკემბერს 11 საათიდან 16 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება:, ნუცუბიძის I და II მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას III; IV; V; VI; კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ეულის, მინდელის, ფხაკაძის, ქავთარაძის და შავგულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.