ბანგლადეშის სამართალდამცავებმა დააკავეს 30 წლის რაფიკულა ისლამი, რომელმაც თავის ცოლს მარჯვენა ხელის თითები მოაჭრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მან დასჯის ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენა, რომ მისი მეუღლე დაუკითხავად უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას.
ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ ისლამმა თავისი ნებით აღიარა დანაშაული, მას შემდეგ რაც დაბრუნდა ემირატებში სადაც ის მუშაობს. დეტალური ინფორმაცია დამნაშევეზე არ ვრცელდება.
პოლიციელები ამბობენ, რომ ისლამმა თავისი 21 წლის მეუღლე ხავი აკტერ ჯუი ჯერ დააბა, პირი აუკრა და მარჯვენა ხელის ხუთივე თითი მოაჭრა.