16-18 დეკემბერს თბილისში ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონული შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას 16 დეკემბერს, 11:00 საათზე, ვიცე-პრემიერმინისტრი გიორგი ბარამიძე გახსნის.
რეგიონულ შეხვედრაში საქართველოსთან ერთად რუსეთის, უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ჩატარდება.